მიწოდების სერვისი
ჩვენი შოურუმი მდებარეობს თბილისში. ადგილზე მიწოდების სერვისი ღირს 5 ლარი, თუ შეკვეთის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს.
100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთას უფასოდ მოგაწვდით თბილისის მასშტაბით იმავე დღეს.
თბილისის ფარგლებს გარეთ მიწოდება ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და ღირებულება განისაზღვრება მათი ტარიფების მიხედვით.

პროდუქტის დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა
ჩვენთან შეძენილი პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში.

პროდუქტის მიღებისთანავე გთხოვთ, შეამოწმოთ საქონლის მდგომარეობა — დასახელება, რაოდენობა და ვიზუალური მდგო­მარეობა.

ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენ შევცვლით პროდუქტს ან შემოგთავაზებთ ალტერნატივას.

თუ შეთანხმება ჩანაცვლებაზე არ შედგა, პროდუქტის საფასურს დაგიბრუნებთ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

დაზიანებული ან გამოყენებული პროდუქტის დაბრუნება არ მიიღება.